"ღმერთო, ეს რა ქენით? 30 წელი, აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით და წავედით მოუსავლეთში!" - რას წერს ედუარდ შევარდნაძის ვაჟი? - Palitra News

"ღმერთო, ეს რა ქენით? 30 წელი, აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით და წავედით მოუსავლეთში!" - რას წერს ედუარდ შევარდნაძის ვაჟი?

2022-06-18 15:57:40+04:00

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი პა­ა­ტა შე­ვარ­დნა­ძე ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ ის, რაც გუ­შინ მოხ­და, ამას არც წი­ნაპ­რე­ბი და არც მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ქვე­ყა­ნას არ აპა­ტი­ე­ბენ.

"ღმერ­თო, ეს რა ქე­ნით? რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ? 30 წელი, აგურ-აგურ, ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს ვა­შე­ნებ­დით ( გვინ­დო­და, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში). არც წი­ნაპ­რე­ბი და მი­თუ­მე­ტეს ახა­ლი, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ამას არა­სო­დეს გა­პა­ტი­ე­ბენ!!!

ხვდე­ბით მა­ინც რა მოხ­და? მი­უხ­ვედ­რე­ლე­ბის­თვის: წა­ვე­დით მო­უ­სავ­ლეთ­ში! ბრა­ვო, მე­გობ­რე­ბო! იმ სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს, სა­დღეგ­რძე­ლო­ში რომ იტყვი­ან: ვი­ყოთ, პაწა, ერ­ხანს! ფუი" - წერს შე­ვარ­დნა­ძე.

წაიკითხეთ სრულად Ambebi.ge-ზე