გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, მნიშვნელოვანია, ბრიტანეთმა განაგრძოს იმის ჩვენება, რომ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში უჭერს მხარს.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც ვიცით, რაც სიმართლეა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათთან ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში და ვაძლევთ იმ სტრატეგიულ მედეგობას, რაც მათ სჭირდებათ“, - აღნიშნა ჯონსონმა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინას 17 ივნისს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.