პარტია „გირჩმა" „დედაენის ბაღში“ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. პარტიის წევრებმა შეკრებაზე მისულ მოქალაქეებთან ისაუბრეს თუ რა არის მათთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები.
როგორც "გირჩის" ლიდერები ამბობენ, ახლა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ევროპული იდეების ჩამოყალიბებაშია და არა "ქართული ოცნების" ლანძღვაში.