ყაზახეთის პრეზიდენტი - ჩვენ არ ვაღიარებთ არც "სამხრეთ ოსეთს", არც აფხაზეთს - იგივე პრინციპი იქნება გამოყენებული დონეცკისა და ლუგანსკის კვაზისახელმწიფოებრივი ტერიტორიების მიმართ - Palitra News

ყაზახეთის პრეზიდენტი - ჩვენ არ ვაღიარებთ არც "სამხრეთ ოსეთს", არც აფხაზეთს - იგივე პრინციპი იქნება გამოყენებული დონეცკისა და ლუგანსკის კვაზისახელმწიფოებრივი ტერიტორიების მიმართ

2022-06-18 14:23:21+04:00

ყაზახეთის პრეზიდენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს კვაზისახელმწიფოებს უწოდებს. ტოყაევის განმარტებით, გაეროს წესდებაში არის ორი პრინციპი, რომელიც ამჟამად წინააღმდეგობაში მოდის ერთამენთთან - სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და ერის უფლება თვითგამორკვევაზე.

ყაზახეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თუ ერის უფლება თვითგამორკვევაზე მთელ მსოფლიოში აღსრულდება, 193 სახელმწიფოს ნაცვლად დედამიწაზე შეიქმნება 500-600 სახელმწიფო. რაც მისი თქმით ქაოსი იქნება. სწორედ ამიტომ, ჟომარტ ტოყაევი ყაზახეთის ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებს, რომლის მიხედვით ქვეყანა - ლუგანსკისა და დონეცკის, ტაივანის, კოსოვოს, სახმრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.