შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მარგარეტა სედერფელტთან შეხვედრა გამართა.
თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე -შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციისპოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ადგილობრივიმოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები - მშობლიურ ენაზე განათლების, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრებაზე წვდომის უფლების