გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პირობას დებს, რომ გერმანული იარაღი, რომელსაც უკრაინა რუსეთის ძალებთან ბრძოლისთვის ითხოვს, ქვეყანაში დროულად ჩავა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანცლერმა გერმანულ სააგენტო dpa-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიამ, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, უკრაინისთვის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო.
“ჩვენ მივაწვდით ანტიბალისტიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ოდესა ან კიევი. ასევე გადავწყვიტეთ, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, რომ მიგვეწოდება მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა“, - აღნიშნა შოლცმა.