პარტია "საქართველოსთვის" - ხელისუფლებას ვთავაზობთ გეგმას, რომლის აღსრულების დაუყოვნებლივ დაწყება პირდაპირ უპასუხებს ევროკომისიის დასკვნის მოთხოვნებს - Palitra News

პარტია "საქართველოსთვის" - ხელისუფლებას ვთავაზობთ გეგმას, რომლის აღსრულების დაუყოვნებლივ დაწყება პირდაპირ უპასუხებს ევროკომისიის დასკვნის მოთხოვნებს

2022-06-18 12:00:18+04:00

პარტია „საქართველოსთის“ ხელისუფლებას გეგმას სთავაზობს, რომელიც ევროკომისიის დასკვნის მოთხოვნებს პირდაპირ უპასუხებს და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას გადაარჩენს.

პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება 2024 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს, მათ შორის კორუფციისგან და სისტემური დარღვევებისგან თავისუფალ გარემოში. გეგმის დოკუმენტს პარტია საჯაროდ ავრცელებს.

„მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ამ გეგმის შესრულებაზე ერთობლივი მუშაობის დასაწყებად, რაც იქნება პირდაპირი პასუხი ევროკომისიის მოთხოვნაზე შემცირდეს პოლარიზაცია“, - ნათქვამია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.