საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრთან, პეტერ ჰულთ ქვისტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს და შვედეთს კარგად ესმის ერთმანეთის, როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ და სწორედ ამიტომ არის, რომ როგორც საქართველო, ისე შვედეთი უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების მიღებისკენ ისწრაფვის. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას შვედეთის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.