ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კი სტატუსის მინიჭებამდე ევროპული პერსპექტივა და პირობები უნდა მიენიჭოს. გადაწყვეტილების შესახებ ბრიუსელში საგანგებო ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნია. მისი განაცხადი ძლიერია, რამდენიმე კუთხით.ევროკომისიის პრეზიდენტმა განმარტა, რომ წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოხდეს შეკვრა.