ევროკომისიის დასკვნას ოპოზიციის მხრიდან გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მას ქვეყნის ინტერესების მიზანმიმართულ დაზიანებაში ადანაშაულებენ.
მათი შეფასებით, ჩვენი ქვეყანა ასოცირებული ტრიოს მიღმა რჩება, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ოპოზიციაში ასევე მიაჩნიათ,რომ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული, დემოკრატიული რეფორმები.
გაერთიანების შესაძლებლობად კვლავ შარლ მიშელის დოკუმენტის ირგვლივ აღებული ვალდებულებების შესრულება რჩება, „ქართული ოცნება“ კი ამ დოკუმენტს დასცინის. ოპოზიცია დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს და მოაქალქეებს 20 ივნისის აქციაზე აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.