„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ევროკომისიის დასკვნას ევროკავშირისკენ წინ გადადგმული ნაბიჯად აფასებს. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, ხელისუფლების დამსახურებაა.
ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით ყველა ხელშესახები წინსვლა სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში ჰქონდა.
მისი შეფასებით, ოცნების მთავრობამ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ ევროკავშირისკენ და ევროკომისიის დასკვნა არის სწორედ მკაფიო გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ გამოხატა.