პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი საქართველოში - რაციოს ფინანსური აკადემიისა და რაციო კონსალტინგის ორგანიზებით, საქართველოში პირველად ჩატარდება ფინანსური ბიზნეს ფორუმი, ბუღალტრებისთვის, ფინანსისტებისა და აუდიტორებისათვის.
ფორუმის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ფინანსური სექტორის წამყვან სპეციალისტებს, რომლებიც ფინანსურ და საგადასახადო სიახლეებზე თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გააზიარებენ. ეს იქნება პანდემიის შემდეგ მთავარი ბიზნეს მოვლენა ფინანსურ სფეროში, რადგან მსგავსი მასშტაბური შეკრება და სიახლეებზე ინფორმაციის გაზიარება რეალურ სივრცეში 2020 წლის შემდეგ ამ სფეროს წარმომადგენლებს არ ახსოვთ.
როგორია მიზნები, რა შესაძლებლობები ექნებათ ფორუმის მონაწილე მხარეებს და რაზე გაკეთდება მთავარი აქცენტები - დეტალებით "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციისა და ფინანსური სასწავლო აკადემიის დამფუძნებელი ნანა ახალაია.