საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ტურიზმის სექტორის განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა დაახლოებით 841 მლნ აშშ დოლარი შეადგინდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 374.5%-ით მეტია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წლის 5 თვეში არსებული შემოსავლების მოცულობა 2019 წლის მაჩვენებლის 75%-ს შეადგენს, რაც სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ იმას ნიშნავს, რომ ტურიზმის აღდგენის პროცესი დაჩქარებულია. რაც შეეხება შემოსავლებს კონკრეტული ქვეყნების მიხედვით.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი დაგენერირდა რუსეთიდან, რაც ჯამური შემოსავლების დაახლოებით 18%-ია. მას მოჰყვება ბალარუსი, 94,192 მლნ აშშ დოლარით. ევროკოვაშირის ქვეყნებიდან ჯამში დაგენერირებულმა შემოსავლებმა დაახლოებით 90 მლნ დოლარი შეადგინა, უკრაინიდან 82 მილიონზე მეტი, თურქეთიდან 80,736 მლნ დოლარი შემოვიდა, ხოლო ისრაელიდან ამ 5 თვის განმავლობაში ტურიზმიდან შემოსავლის სახით დაახლოებით 79 მლნ აშშ დოლარია შემოსული.