ლიეტუვის ელჩის ანდრიუს კალინდრას თქმით საჭიროა კონსოლიდირებული ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, ხელმძღვანელობისგან და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან. კითხვაზე, მიაჩნია, თუ არა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ლიეტუვის ელჩმა უპასუხა, რომ პოლიტიკა აღქმების მეცნიერებაა და ყველა ჩვენგანს ჩვენი აღქმა გვაქვს.