რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზიის მოსწავლეები ვაზიანში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.
ვიზიტის დასრულების შემდეგ, ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა გიორგი ჩიხლაძემ მოსწავლეებს სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა. ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება.
ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.