ბათუმის საკრებულოს სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქალაქის მერის არჩილ ჩიქოვანის მიწვევას და საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ითხოვენ. როგორც ირკვევა, პარტიის წარმომადგენლებს, ქალაქის მერთან მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურზე, ნაპირსამაგრ სამუშაოებსა და აუდიტის დასკვნებზე შეკითხვები აქვთ. ოპოზიციის წევრები ასევე გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის საქმის დროული გამოძიებას მოითხოვენ. ნუგზარ ფუტკარაძე, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი იყო, რომელიც გასული წლის 18 ნოემბერს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.