"ბორჯომის" გაფიცულმა თანამშრომლებმა გადაწყვეტილება მიიღეს - რა განცხადებას აკეთებს ლერი ბარნაბიშვილი? - Palitra News

"ბორჯომის" გაფიცულმა თანამშრომლებმა გადაწყვეტილება მიიღეს - რა განცხადებას აკეთებს ლერი ბარნაბიშვილი?

2022-06-17 12:18:34+04:00

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი კომპანია „აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა.

ლერი ბარნაბიშვილმა „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლებისგან პრეტენზიები მოისმინა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ლერი ბარნაბიშვილის განმარტებით, მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს და გაფიცულებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ განახორციელონ რადიკალური ზომები.