გაგრა - ბათუმი 0:3
საქართველოს ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერმა ბათუმის დინამომ გაგრა სტუმრად, ანგარიშით 3-0 დაამარცხა. პირველი ტაიმი საკმაოდ უინტერესო გამოვიდა. ის იყო მსაჯს გუნდები შესვენებაზე უნდა გაეხმო, რომ გაგრელთა საჯარიმოში ბათუმელთა ორი ცენტრალური მცველის მიერ გათამაშებული კომბინაცია გოლით დასრულდა - ოლექსანდრ აზაცკიმ თავით დაუგდო ბურთი მამუკა კობახიძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში.
მეორე ტაიმში ბათუმელებმა ტემპს მოუმატეს, უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნეს და კიდევ ორი გოლი გაიტანეს - ჯერ თორნიკე გაფრინდაშვილმა, მერე კი ჯაბა ჯიღაურმა შორეული დარტყმებით აიღეს ბექა ქურდაძის კარი.
სამგურალი 2-1 დინამო
წყალტუბოს "სამგურალი" განაგრძობს თავის შთამბეჭდავ დაუმარცხებელ სერიას. წყალტუბოელებმა ამჯერად საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ თბილისის "დინამოს" მოუგეს.
არადა, შეხვედრა მასპინძელთათვის არცთუ კარგად დაიწყო, თბილისელებმა სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს, გიორგი მოისწრაფიშვილმა კუთხურიდან ჩააწოდა ბურთი, ყველას ბარნს ოსეიმ დაასწრო და თავით გადაგზავნა იგი ლევან შოვნაძის კარში. თუმცა მასპინძლებმა მალევე მოხერხეს გათანაბრება, მიხეილ ბაშალეიშვილმა ჯერალდოს ჩინებული პასი გოლად გარდასახა.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში "სამგურალი" დაწინაურდა - გოლი კი კვლავ ჯერალდოს შესანიშნავ თამაშს და საჯარიმოში ჩაწოდებას მოჰყვა, სადაც ნიკა კალანდარიშვილმა ითამაშა არანაკლებ კარგად და ანდრეს პრიეტოს კარი მეორედ აიღო.
დარჩენილ დროში "დინამო" უფრო მეტს უტევდა, მაგრამ "სამგურალი" თავს კარგად იცავდა, გიორგი პაპავას მიერ შესრულებული საჯარიმო შემდეგ მასპინძლები ხარიხამ გადაარჩინა. საბოლოოდ, მათ შევხედრის გამარჯვებამდე მაყვანა აღარ გასჭირვებიათ და ამ მოგებით სატურნირო ცხრილში თბილისის "დინამოს" გადაასწრეს.
ლოკომოტივი 2-1 საბურთალო
თბილისის "ლოკომოტივმა" მიმდინარე ეროვნულ ლიგაში პირველი ქულები და, რაც მთავარია, პირველი გამარჯვება ჩაიწერა სატურნირო ცხრილში. ანგარიში პირველ ტაიმში ირაკლი ჭიაბრიშვილმა გახსნა, რომელმაც შოთა შეყილაძის დარტყმის შემდეგ ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ბექა დარცმელიას მიერ შესრულებული "სტანდარტი" თავური დარტყმით დააგვირგვინა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა და მასპინძელი ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა - 2:0.
ამის შემდეგ, უპირატესობას "საბურთალო" ფლობდა. ნოზაძის შეგირდები თამაშის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა ერთი საპასუხო გოლის გარდა, ვერაფერს გამორჩნენ.