კომუნიკაციების კომისიისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით 5G ტექნოლოგიის დანერგვასა და პერსპექტივებზე სამეცნიერო დისკუსია გაიმართა - Palitra News

კომუნიკაციების კომისიისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით 5G ტექნოლოგიის დანერგვასა და პერსპექტივებზე სამეცნიერო დისკუსია გაიმართა

2022-06-17 10:06:45+04:00

კომუნიკაციების კომისიისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით 5G ტექნოლოგიის დანერგვასა და პერსპექტივებზე სამეცნიერო დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებში დარგის ექსპერტებმა და პროფესორებმა 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებული თემები და შესალებლობები განიხილეს.

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს თუ რა კეთდება საქართველოში 5G ქსელის დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით, რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ახალი თაობის ტექნოლოგიის განვითარებას.

დისკუსიისას მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ასევე საქართველოს პერსპექტივას, გახდეს რეგიონის ციფრული ჰაბი.