საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველად რეგისტრაციას იწყებს. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში რეგისტრაციის პროცესი 1-ელ ივლისს დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება.
რეგისტრაციას სამინისტრო ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ახორციელებს, რომლის მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა და თითოეული ბავშვის სკოლისათვის მომზადების უზრუნველყოფის მხარდაჭერა.