რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის უკრაინაში შეჭრას უარყოფს. სერგეი ლავროვი განმარტავს, რომ რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა, მიზეზი კი დასალეთის მიმართ გაგზავნილი სიგნალი იყო, რომ უკრაინის ნატოში შესვლა დანაშაულებრივი საქმიანობაა.
ლავროვი კიდევ ერთხელ იმეორებს კრემლის ოფიციალურ პოზიციას, რომ უკრაინაში ნაცისტები იმყოფებიან. ოკუპანტების საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ საერთაშორისო დიპლომატები, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, გაეროს გენერალური მდივანი და სხვა წარმომადგენლები „დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ქვეშ არიან, რაც ხშირად მათ დასავლეთის მიერ გავრცელებული ყალბი ამბების ე.წ. რუპორებად იყენებენ.