ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ის ხუთი ძირითადი სფერო გამოყო, რომელზეც ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ყურადღებას გაამახვილებენ ივნისის ბოლოს, ალიანსის მადრიდის სამიტზე.
ამის შესახებ ნატოს ხელმძღვანელმა დღეს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
მან გამოთქვა რწმენა, რომ მადრიდის შეხვედრა იქნება ტრანსფორმაციის სამიტი და მიღებული იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სულ მცირე, ხუთ ძირითად სფეროში.
ასეთ პრიორიტეტებს შორის სტოლტენბერგმა, პირველ პუნქტად, შეკავებისა და ნატოს თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი გაძლიერება დაასახელა.
მეორე პუნქტად მან დაასახელა ალიანსის მდგრადი დახმარების გაგრძელება უკრაინისა და სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რისკის ქვეშ არიან.