ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ იგრძნო ერთდროულად ოთხი ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ ჩვენი სვლის მიმართ - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ იგრძნო ერთდროულად ოთხი ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ ჩვენი სვლის მიმართ

2022-06-17 09:18:35+04:00

ნამდვილად ისტორიული დღეა, რადგან უკრაინამ იგრძნო ერთდროულად ოთხი ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ევროპელი ლიდერების განცხადება, რომ ომის დასასრული და მშვიდობა უნდა იყოს ისეთი, როგორსაც მას უკრაინელი ხალხი ხედავს.

მისი თქმით, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე არ იქნება გარანტირებული უკრაინის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა.