უკრაინაში საბრძლო მოქმედებების თეატრი გრძელდება. გასული ღამის განმავლობაში ხარკოვსა და ოდესაში აფეთქებების ხმა არ შეწყვეტილა. უკრაინული წყაროები წერენ, რომ მათ ტერიტორიაზე სავარაუდოდ ახალი სარაკეტო იერიშები განხორციელდა.
საჰაერო შეტევის გამაფრთხილებელი განგაშის სიგნალი უკრაინის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც ისმის. ავიაიერიში განსაკუთრებით ძლიერი ხარკოვისა და ოდესის ოლქებში იყო. რუსმა დამპყრობლებმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ მცირე 20 ფილტრაციის ბანაკი და ციხე შექმნეს.