შალვა პაპუაშვილი - შვედეთის მხრიდან გვაქვს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - შვედეთის მხრიდან გვაქვს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა

2022-06-17 09:15:17+04:00

გაფართოებული შეხვედრა გაიმართა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს ევროპული მისწრაფებები განვიხილეთ. შვედეთის მხრიდან გვაქვს ამ მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტოკჰოლმში, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ანდრეას ნორლენთან და შვედეთის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე განიხილეს ის გეგმებიც, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით აქვს.