ირაკლი კობახიძე - 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე, სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ცუდად - Palitra News

ირაკლი კობახიძე - 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე, სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ცუდად

2022-06-17 09:14:32+04:00

როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ ვიღაცას უნდა შეეკითხო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტის ინიციატივით ევროპის მოედანზე გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ევროინტეგრაციას 3 500 000-მდე ადამიანი უჭერს მხარს, თუმცა აქციაზე მხოლოდ 300-მდე ადამიანი მივიდა, რადგან აქცია მოუმზადებელი იყო.