რა ვითარეება ციხეებში?! - „ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის“ ევროპული კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. სიპიტის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს. ევროპული კომიტეტის დადებითი შეფასება მიიღო პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემამაც. რაც შეეხება რეკომენდაციებს, კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს საკნის გარე აქტივობების, დასაქმების, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამების რაოდენობის გაზრდას. კიდევ ერთი რეკომენდაცია კი პატიმრებს შორის ძალადობის შემცირებას და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას ეხება.