შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით. რუსეთის მოქალაქეს, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაშია ბრალდებული, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 12 ივნისს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან საქართველოს საზღვარზე შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოგუზ ინსა, რაც დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მიერ მის პასპორტში გაკეთებული შტამპით. განცხადებასი წერია რომ რუსეთის მოქალაქეს საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე ეთქვა უარი, რადგან იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ, რაზეც შედგა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.