ქართული ოცნება" ელენე ხოშტარიას ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის ინფორმაციით, მაშინ, როდესაც ოპოზიციის ლიდერი ხელისუფლების სანქცირებას ითხოვს, მას თავად ერიცხება თანხები რუსეთიდან. საპარლამენტო უმრავლესობის წარმოამდგენლები ამბობენ, რომ „დროას“ ლიდერი რუსეთიდან დარიცხული თანხებით ბათუმში ბინებს ყიდულობს. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით კი მაშინ, როდესაც თანხები 25 წელზე მეტია ირიცხება ახლა ამ თემაზე აპელირება პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს. ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ რუსეთიდან მის ოჯახს თანხა მართლაც ერიცხება, ეს კი სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეობას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი პოლიტიკოსის მამა გოგი ხოშტარია, ცნობილი თეატრის მხატვრის მემკვიდრეა და ის უკვე 25 წელია სპექტაკლებიდან ჰონორარს იღებს.