საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ხმაურიანი განცხადება - გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ სანქცირებული ტექნიკის საქართველოს გავლით რუსეთში შეტანის მცდელობა იყო, თუმცა საბაჟო სამსახურმა დანაშაულის აღკვეთა მოახერხა. ინფორმაცია გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრის დროს პარლამენტში დაადასტურა. ნაციონალური მოძრაობის წევრები კაკაურიძისგან დაინტერესდნენ, საიდან აქვს ქვეყანას იმის გარანტია რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად არ გამოიყენებს,რადგან მათი თქმით, შესაბამისი ნორმა კანონში ჩაწერილი არ არის.