მოძრაობა „სირცხვილია“ 20-ი ივნისის აქციაზე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და წარმომადგენლებს იწვევს. „სირცხვილია“ იმედს გამოთქვამს, რომ 20 ივნისს, პარლამენტთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები მივლენ. სირცხვილიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პასუხს ელოდება, მათ მიაჩნიათ რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირება. სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ინიცირებული და ორგანიზებული აქცია ხაზს გაუსვამს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს.