საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა "ვივა მედში" რამდენიმე წუთში ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე პროკურომა ლევან ვეფხვაძემ სასამართლოში გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობა დააყენა.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განმარტა, ცნობაში არსადაა ნახსენები ტრანსპორტირება და რომ ცნობაში პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გამოცხადდებოდა. ვეფხვაძის თქმით კი, დაცვის მხარის მიერ, ერთი დოკუმენტიც არ არის წარმოდგენილი, რომ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია. მოსამართლემ სასამართლოს მიერ გასვლითი სხდომის ჩაატარების გადაწყვეტილება მიიღო.