"ლელოს" სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ დღევანდელ აქციას არ შეუერთდება - Palitra News

"ლელოს" სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ დღევანდელ აქციას არ შეუერთდება

2022-06-16 16:04:23+04:00

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ, ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციას არ შეუერთდება. როგორც სამადაშვილი აცხადებს, ის 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე მივა, რადგან მიიჩნევს, რომ აღნიშნულ თარიღს საქართველოს თანამედროვეობის ისტორიაში სიმბოლური დატვირთვა აქვს.