უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერისა და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ. მისი მტკიცებით, რუსები „ქართულ ბანკებს, ფინანსურ სისტემას, ქართულ კომპანიებს დასავლეთის სანქციების რეჟიმის თავიდან ასაცილებლად იყენებენ. არახამიას განცხადებას შეფასებები მოყვა საქართველოში.
ოპოზიციის შეფასებით საჭიროა ქვეყნის კომპეტენტურმა პირებმა ბრალდებას საქმიანი და დასაბუთებული პასუხი გასცენ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ რუსეთთან ე.წ. მე-2 ფრონტის არ გახსნის გამო უკრაინის მაღალჩინოსნები საქართველოს დამაზიანებელ განცხადებებს შეგნებულად აკეთებენ