კობახიძე გუშინ გამოვიდა და 12-გზის მოიტყუა - ღმერთი ნუ გაგიწყრებათ, ამ უზარმაზარ შესაძლებლობას არ აგვაცდინოთ - გიორგი ვაშაძე - Palitra News

კობახიძე გუშინ გამოვიდა და 12-გზის მოიტყუა - ღმერთი ნუ გაგიწყრებათ, ამ უზარმაზარ შესაძლებლობას არ აგვაცდინოთ - გიორგი ვაშაძე

2022-06-16 15:19:37+04:00

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა, რათა ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველოს მთავრობა გონს მოეგო, 12 გზის მოიტყუა.

ვაშაძის თქმით, ეს არის შეთქმულება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. გიორგი ვაშაძის განცხადებითვე , „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე დიდი საფრთხეა, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ასცდეს და რეალური გახდა საფრთხე, რომ „საქართველო უკრაინას და მოლდოვას დაშორდეს“.