კონტროლის პალატის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გაგი ხვედელიძე, რომელსაც სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, გამართლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით, გაგი ხვედელიძე დამნაშავედ ცნეს და 7 წლით პატიმრობა მიესაჯა. გაგი ხვედელიძემ საპატიმრო დაწესებულება, 2013 წლის 25 იანვარს ამნისტიის აქტის საფუძველზე დატოვა. მას ბრალად სახელმწიფოს კუთვნილი 10 365 ლარის გაფლანგვა ედებოდა.
ხელახალი გამოძებით ფაქტი სრულად გამოირიცხა და დადასტურდა ხვედელიძის უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტი და მისი მსჯავრდების რეალური, უკანონო მიზანი. კერძოდ, იმჟამინდელი გამოძიების მიერ დაკავების პირველივე დღიდან სისტემატურად ხორციელდებოდა ბრალდებულის მიმართ ზეწოლა, რათა ამ უკანასკნელს, როგორც კონტროლის პალატის მაღალჩინოსანს მამხილებელი ჩვენება მიეცა მისი ყოფილი უფროსის სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ.