რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში სარაკეტო შეტევა განახორციელეს - დაიღუპა ოთხი და დაშავდა 6 ადამიანი - Palitra News

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში სარაკეტო შეტევა განახორციელეს - დაიღუპა ოთხი და დაშავდა 6 ადამიანი

2022-06-16 12:20:23+04:00

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში სარაკეტო შეტევა განახორციელეს. დაიღუპა ოთხი და დაშავდა 6 ადამიანი. ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ გრიშინოს დასახლებას შეუტიეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, განადგურდა ან დაზიანდა სულ მცირე 14 კერძო სახლი, მეტეოროლოგიური სადგური და ფერმა.

ლუგანსკის ოლქში ოკუპანტები ერთდროულად 9 მიმართულებით ცდილობენ შეტევას. მტერმა, ძირითადი დამრტყმელი ძალების ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთით კონცენტრირება მოახდინეს.

მტრის სამიზნედ რჩება სევეროდნეცკის ტერიტორიაც, რომლის უმეტეს ნაწილს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

"აზოტის ქარხნიდან“, სადაც თავს 500-მდე ადამიანი აფარებს, მოსახლეობის ევაკუაციისთვსი ჰუმანიტარული