დატბორილი სახლები, დაზიანებული საავტომობილო ხიდები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - გადაუღებელმა წვიმამ სამაგრელოში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა სოფელ დიდნეძში, ხეთასა და საჯიჯაოში საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილიც დააზიანა.
პრობლემურ ადგილებში შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გაწმენდითი სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.