დღეს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქცია გაიმართება - რა პოზიციები აქვთ დეპუტატებს და რა განცხადებები კეთდება პარლამენტში? - Palitra News

დღეს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქცია გაიმართება - რა პოზიციები აქვთ დეპუტატებს და რა განცხადებები კეთდება პარლამენტში?

2022-06-16 12:15:15+04:00

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს დაანონსებულ აქციას ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი უერთდება. პოლიტიკოსები რომლებიც, მანიფესტაციას არ უერთდებიან, პრეზიდენტს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე რეალური ბერკეტების გამოყენებისკენ მოუწოდებენ. 16 ივნისის აქციაზე წამსვლელ პოლიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ევროპამ, ქართველი ხალხის ნება დაინახოს.