საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი შესაძლოა, „ვივა მედში“ გაიმართოს. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე, რომელიმე მხარის გასვლითი პროცესის ჩატარების შუამდგლომლობას დააკმაყოფილებს, სხდომა კლინიკაში ჩატარდება.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული.