აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ამერიკის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით 1 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის გამოცხადების შესახებ საუბრობს. ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ აღნიშნული დახმარების პაკეტით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების საერთო რაოდენობა 5 მილიარდ 600-ს მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ბლინკენი ამბობს, რომ „აშშ-სა და 40-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის დახმარება უკრაინის პოზიციებს აძლიერებს მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად