"საინვესტიციო შესაძლებლობები ქუთაისში" - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ქუთაისში და მის მიმდებარედ არსებული, 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 25-მდე საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონების საპრივატიზაციოდ გამოტანას ითვალისწინებს. მათ შორის 4 დეველოპერული, 10 მულტიფუნქციური, 9 სამრეწველო-სასაწყობე და 2 სასტუმროს ბიზნესისთვის საინტერესო ობიექტია. პროექტის პრეზენტაცია თბილისში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.