მაისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 169.4%-ით გაიზარდა - Palitra News

მაისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 169.4%-ით გაიზარდა

2022-06-16 08:07:18+04:00

2022 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 505.7 მლნ აშშ დოლარი ანუ 1 502.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 169.4%-ით ანუ 318 მლნ აშშ დოლარით მეტია 2021 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 313.9 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა რუსეთიდან, მას მოსდევს იტალია - 36.82 მლნ აშშ დოლარით, სამეულში ხვდება ასევე: აშშ, საიდანაც 27.78 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

სებ-ის ცნობიტვე, 2022 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი ანუ 85.1 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.