იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, იაშვილის კლინიკაში, 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდში გრიპის 44 შემთხვევა დადასტურდა.
მისივე თქმით, სეზონური ვირუსები 2022 წელს სრულიად განსხვავებული დინამიკით ხასიათდება და გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების მატება ჩვენი ქვეყნისთვის არატიპურ პერიოდს დაემთხვა.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მეორე ტიპის ვირუსი - რესპირაციულ-სინციტიური ტიპის ვირუსი ფიქსირდება, ამასვე პერიოდში, აღნიშნული ვირუსის რეკორდული - 92 შემთხვევაა დაფიქსირებული.