საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი იყო, მან უკვე გაიარა მკურნალობის კურსი და ბინაზეა გაწერილი. პაციენტს ევროპაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. მიმდინარეობს მის კონტაქტებზე დაკვირვება თუმცა არცერთ შემთხვევაში კლინკური ნიშნები არ გამოვლენილა.