ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინამ საბოლოოდ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან იმისათვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს - Palitra News

ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინამ საბოლოოდ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან იმისათვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს

2022-06-15 20:07:41+04:00

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინამ საბოლოოდ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთთან იმისათვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება საფრანგეთის ლიდერმა რუმინეთში ჩასვლისას გააკეთა, სადაც მას 3- დღიანი ტურნე აქვს ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგზე. გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ვიზიტების შემდეგ, მაკრონი კიევს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად ეწვევა.