საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მთელი დღის განმავლობაში განხილვის საგანი იყო პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ქვეყნის მთავარსარდალს ანტისახელმწიფოებრივ გზავნილებში დასდეს ბრალი. ოპოზიციაში კი ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებებზე მოსაზრებები გაიყო. უფრო კონკრეტულად, თუ როგორ შეაფასეს პოლიტიკოსებმა ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგის გზავნილები და მოწოდებები.