ნათია მეზვრიშვილი - ევროკავშირი დღეს ჩვენგან ელოდება ერთადერთს და მთავარს, ხელისუფლებამ გამოხატოს რეფორმების გატარების მინიმუმ მზაობა და პოლიტიკური ნება - მოვუწოდებთ „ოცნებას“, გონს მოეგონ - Palitra News

ნათია მეზვრიშვილი - ევროკავშირი დღეს ჩვენგან ელოდება ერთადერთს და მთავარს, ხელისუფლებამ გამოხატოს რეფორმების გატარების მინიმუმ მზაობა და პოლიტიკური ნება - მოვუწოდებთ „ოცნებას“, გონს მოეგონ

2022-06-15 18:18:17+04:00

პარტია საქართველოსთვის წევრის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით დროა ქართულმა ოცნებამ აიღოს პასუხისმგებლობა ისეთ პოლიტიკურ რეფორმებზე რომლებიც უზრუნველყოფს 2024 წელს არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას, ძალაუფლების რეალურ განაწილებას და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. გარდა ამისა მეზვრიშვილის განცხადებით აქციების დანიშვნა ნაცვლად გაერთიანებისა პირიქით თარიღებზე მსჯელობამ მოსახლეობის გახლეჩვა გამოიწვია.