საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის დიდი კომიტეტის თავმჯდომარეს, სატუ ჰასის და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობა.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა და ყურადღება ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
სატუ ჰასის განცხადებით, ფინეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.