არის თუ არა მზად "ქართული ოცნება" შეასრულოს ის პირობები, რომლითაც შესაძლოა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - ამ კითხვას მმართველი პარტიის თავმჯდომარე პასუხობს, რომ გააჩნია, რა იქნება პირობები.
ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას დაელოდება და ამის შემდეგ შეძლებს ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას. როგორც კობახიძე აღნიშნავს, უსამართლო გადაწყვეტილება მძიმედ აისახება საზოგადოებაზე.
ამასთან, კობახიძე თვლის, რომ საზოგადოებაში 85 პროცენტიანი მხარდაჭერა ქვეყნის დასავლური კურსის მათი წყალობით არსებობს. ქართული ოცნების თავმჯდომარე თვლის,რომ სამართლიანობაზე თუა საუბარი, ჯერ არის საქართველო, რომელსაც ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ხოლო შემდეგ ორი ქვეყანა - უკრაინა და მოლდოვა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ოპტიმისტურ მოლოდინს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ირლანდიის პარლამენტის მიერ საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუცია ამყარებს.